ოპოზიციის დღის წესრიგში რიგგარეშე არჩევნების საკითხი კვლავს დგას, ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ დღეს "ღამის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა.
"ეს საკითხი არსად გამქრალა, კრიზისის განმუხტვისათვის აუცილებელია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც ჩვენს თანამოქალაქეებს მისცემს საშუალებას აირჩიონ ისეთი პარლამენტი, რომელიც მათი ნების გამომხატველი იქნება.
შესაბამისად, ეს დღის წესრიგიდან არ მოხსნილა და ჩვენ მუდმივად ვიმეორებთ, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის გადატვირთვის ერთადერთი გზაა,"- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.