პარტია "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ოპოზიცია კომპასის გარეშე შემთხვევითობის იმედად ქაოსში მოძრაობს. შეძლებს თუ არა ოპოზიცია ამ ქაოსში იპოვოს საერთო იდეა მაინც, ამის შესახებ მან "ღამის კურიერში" ისაუბრა:
"მე მგონი, ჩვენ, ქართველებს გვაქვს იდეა საპოვნელი, რა არის ქართველობა. ახლა, ამ წუთის მოცემულობით, ამ პერიოდში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, რას ნიშნავს ქართველობა, რა ღირებულებებია ის, რაც ამ ქვეყანაში ადამიანებს აერთიანებს, რისი გვჯერა, საით მივდივართ.
არა მგონია მარტო ოპოზიციას ჰქონდეს ეს იდეა საპოვნი. მე მგონი, მთელ ქვეყანას გვაქვს საპოვნი და თუ ვიპოვით, ხალხი თუ ამას იპოვნის, ოპოზიციას ამ იდეამდე ვერ მიასწრებ. ხომ გახსოვთ გვაგინებდნენ რაღაცა თემაზე ჯერ ჩვენ და მერე ჩვენზე წინ რომ ამბობდნენ მაგალითად რეფერენდუმად ვაქციოთ არჩევნებიო. ასე ხდება პოლიტიკაში და მთავარია იდეა მოვიგოთ და გავაგებინოთ ადამიანებს, რა უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში, რა არის თანამედროვე გაგებით ქართველობა,"- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.