16 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
"გვლანძღეს, გვთათხეს, რატომ შედიხართო და გამწკრივებულები მოგვსდევდნენ მერე" - ალეკო ელისაშვილი პარლამენტის ბოიკოტზე

პარტია "მოქალაქების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში ოპოზიციის საერთო კანდიდატების იდეას სკეპტიკურად აფასებს და აცხადებს, რომ მსგავს საკითხებზე ფიქრს პარტია შეეშვა. ელისაშვილი პარლამენტში ოპოზიციონერი კოლეგების მიერ ბოიკოტის შეწყვეტასაც გამოეხმაურა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ზოგიერთი ოპოზიციონერი პარლამენტში მხოლოდ ხელფასს იღებს. 

"ოპოზიციის საერთო კანდიდატებს და მსგავს რაღაცებს შევეშვით, მწარე გამოცდილება გვაქვს. იცით ჩვენ გვინდოდა, რომ საერთო აზრზე ვყოფილიყავით, მაგრამ ამ ერთი წლის მანძილზე რა ცოდვა-მადლი დაატრიალეს ჩვენს თავზე კი ხედავთ - გვლანძღეს, გვთათხეს რატომ შედიხართო და გამწკრივებულები მოგვსდევდნენ მერე.

ბოიკოტის რეჟიმში ვართო და ხელფასებს იღებდნენ, ახლაც კი ბოიკოტის რეჟიმში ვართო, მოირბენდნენ კომიტეტის სხდომაზე და მერე გარბოდნენ, მუშაობა ეზარებოდათ. 

რა ვქნა? - ბოდიში ოპოზიციასთან. აქა-იქ არის ოპოზიციაში ხალხი, ვისთან საუბარიც შეიძლება. საქმეზე ჩვენ ყველას ვესაუბრებით, ხალხზე არავინ ფიქრობს, ყველას აქვს თავის დღის წესრიგი და მიშლიგინებენ ამ დღის წესრიგით,"- აცხადებს ალეკო ელისაშვილი. 

დღის ამბები