16 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელ სვენ მიქსერს ხვდება

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელს, სვენ მიქსერს ხვდება. შეხვედრას ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილიც ესწრება.

შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ სვენ მიქსერი საკანონმდებლო ორგანოში, საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებსაც შეხვდება, რის შემდეგაც ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ.

სვენ მიქსერი საქართველოს საკითხზე სიტყვით გამოვა, რის შემდეგაც მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება. კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგკი ევროპარლამენტარი მედიისთვის განცხადებას გააკეთებს.

ევროპარლამენტარი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და არასამთავრობო სექტორს უკვე შეხვდა.

დღის ამბები