სუსმა გორის კულტურის სახლში, სავარაუდოდ, ბიტკოინების მაინტნერები აღმოაჩინა - გორის კულტურის სახლში ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიების მიმდინარეობის შესახებ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალურ ინფორმაციას არ ავრცელებს. თუმცა "კურიერის" ცნობილი გახდა, რომ გორის კულტურის სახლში დირექტორის მოადგილეს 2020 წლიდან ე.წ. მაინერები ჰქონდა დამონტაჟებული. რა ზარალი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუმცა, არსებული ინფორმაციით, საუბარია თვეში დაახლოებით 6 ათასი ლარის ელექტროენერიგიის ხარჯზე.
მომხდარ ფაქტს უკვე მოჰყვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის გამოხმაურება.
"ნაციონალური მოძრაობაში" აცხადებენ, რომ კულტურის სახლის თანამშრომლები ადგილზე სახელმწიფო ხარჯზე კრიპტოვალუტას გამოიმუშავებდნენ.
ამავე თემაზე მცირე კომენტარი გააკეთა გორის კულტურის სახლის დირექტორმა. მისი თქმით, დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ საკადრო ცვლილებები განხორციელდა, პოსტზე ორი დღის დანიშნულია და მომხდარის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
სუსის ცნობით, ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა. "კურიერის“ ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ჩხრეკაზე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მივიდნენ.