16 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
რატომ არ შემოუშვეს საქართველოში რუსი ოპოზიციონერი დიმიტრი გუდკოვი - ოპოზიციის კრიტიკას მმართველი გუნდი პასუხობს

რატომ არ შემოუშვეს საქართველოში რუსი ოპოზიციონერი დიმიტრი გუდკოვი - ოპოზიციაში გავრილოვის ქვეყანაში შემოსვლის ფაქტი მოჰყავთ და ამბობენ, რომ ყველას მიმართ ერთი და იგივე სტანდარტი უნდა მოქმედებდეს. 

"სტანდარტი უნდა იყო ერთ - რატომ არ აამოქმედეს ეს მუხლი გავრილოვის მიმართ და რატომ აამოქმედეს რუსი ოპოზიციონერის მიმართ. კითხვები არ უნდა არსებობდეს," - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ოპოზიციის კრიტიკას მმართველი გუნდი პასუხობს. "ქართულ ოცნებაში" კოლეგებს გუდკოვის წარსულ ახსენებენ და განმარტავენ, რომ რუსი პოლიტიკოსი ერთ-ერთი პირველია, რომელიც ჯერ კიდევ 2007 წლიდან ითხოვდა ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ასეთ ადამიანს კი ოპოზიცია იცავს და მის ქვეყანაში შემოშვებას მოითხოვს. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი მიქანაძე ამბობს, რომ გუდკოვი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს არ სცემს და შესაბამისად, მის ქვეყანაში შემოშვებაზე უარი კანონიერი გადაწყვეტილება იყო.

"ეს ადამიანი არის პირველ რიგში, კანონის დამრღვევი, მეორე, ეს ადამიანი არ პატივისცემას არ გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ამიტომ, მისი არ შემოშვება იყო აბსოლუტურად კანონიერი და კიდევ ერთ მორიგ ტყუილს ოპოზიციის მხრიდან აეხადა ფარდა და საზოგადოებამ რეალობა გაიგო," - ამბობს გივი მიქანაძე.

ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აჟიოტაჟის საფუძველს ვერ ხედავს.

"ის მანამდე იყო დუმის წევრი, იმ დუმისა, რომელმაც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობაც აღიარა და ამიტომ, ვერ ვხედავ მე აქ აჟიოტაჟის საფუძველს. როდესაც რომელიმე პოლიტიკოსზე ვსაუბრობთ, ჩავიხედოთ ძალიან ღრმად წარსულში, თუ ვის რა აქვს ნათქვამი საქართველოზე, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციაზე," - ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე.

 

 

 

 

დღის ამბები