დედაქალაქი მერი სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რო მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა შესაძლოა შეიცვალო. კალაძის განმარტებით დაგეგმილია მონაცემთა სერვისცენტრის მშენებლობა რომელიც 63 მუნიციპალიტეტის იქნება განკუთვნილი.
"მერიის გადატანა არსად არ იგეგმება. ეს არის 63 მუნიციპალიტეტისთვის განკუთვნილი მონაცემთა სასერვერო ცენტრის მშენებლობა. როდესაც ეს პროექტი განხორციელდება ყველა ის სერვისი რითაც დღეს თბილისში მოსახლეობა სარგებლობს, ისარგებლებს რეგიონებში, ქალაქებში ადგილობრივი მოსახლეობა რაც ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისად ეს ცენტრი კეთდება.
პარალელურად ასევე, ადამიანებს მივცემთ შესაძლებლობას ამ კონკრეტულ ადგილზე ისნის რაიონში გადავიდეს შესაბამისი სამსახურები,"- აცხადებს კახა კალაძე.