რუსთავში ატმოსფერული ჰაერის დაცვის და ქალაქის ეკოლოგიური მდგომარების გაუმჯობესების მიზნით საწარმოების მონიტორინგი გრძელდება. შეხვედრა ამჯერად კომპანია "ჯეოსტილში" გაიმართა. იმსჯელეს ქარხნის სტანდარტებთან შესაბამისობაზე, რაც აუცილებელი პირობაა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, მონიტორინგის ფარგლებში "ჯეოსტილი" ერთ-ერთი იმ საწარმოებიდან, რომლებმაც შემოწმება გაიარეს.
"ჩვენ დავიწყეთ მონიტორინგი, დღეს უკვე მეორე საწარმოში ვიმყოფებით "ჯეოსტილში" სადაც ადგილზე გავეცანით იმ გაუმჯობესებას რაზეც იყო საუბარი . არის გარკვეული წინსვლა და მნიშვნელოვანი ცვლილებები საწარმოო პროცესში, თუმცა ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს იმისთვის რომ საბოლოოდ ის შედეგი მივიღოთ, რომლითაც საკანონდებლო ინიციატივა იყო შეტანილი პარლამენტში,"- აცხადებს ნინო ლაცაბიძე.