16 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
რატომ არ შემოუშვეს საქართველოში რუსი ოპოზიციონერი დიმიტრი გუდკოვი - ოპოზიციის ბრალდება და "ოცნების" პასუხი

რატომ არ შემოუშვეს საქართველოში რუსი ოპოზიციონერი დიმიტრი გუდკოვი - ოპოზიციის კრიტიკას დღეს მმართველმა პარტიამ უპასუხა. სახელისუფლებო გუნდი განმარტავს, რომ რუსი პოლიტიკოსი ერთ-ერთი პირველია, რომელიც ჯერ კიდევ 2007 წლიდან ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ითხოვდა.

ოპოზიციას მმართველი პარტია საპასუხო ბრალდებით პასუხობს  "ქართულ ოცნებას" აინტერესებს, რატომ იცავს რუს პოლიტიკოს ოპოზიცია და რატომ ითხოვს მის ქვეყანაში შემოშვებას; ოპონენტები კი ამბობენ, რომ ყველას მიმართ ერთიანი მიდგომა უნდა იყოს.

ბრალდებებს დღეს სოციალური ქსელით გამოეხმაურა თავად დიმიტრი გუდკოვი და მასზე გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

დღის ამბები