"ომიკრონმა" "დელტა" ვარიანტი უკვე 80%-ით ჩაანაცვლა. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა "ომიკრონი" მსუბუქად მიმდინარეობდეს მაინც საფრთხის შემცველად რჩება ორსულებისთვის და რისკ ჯგუფებისთვის.
ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ჟორჟოლიანის თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა ორსულობის მდგომარეობა მე-3 ტრიმესტრში.
"დიდი რაოდენობით არიან ინფიცირებულები, განსაკუთრებით ორსულებში. "ომიკრონმა" 80% ჩაანაცვლა "დელტა" ვარიანტი. მიუხედავად იმისა, რომ "ომიკრონი" მიმდინარეობს უფრო მსუბუქ ფორმებში მაინც არის მაღალი რისკი ორსულებში, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ მეთვალყურეობას. მე-3 ტრიმესტრში იმატებს გართულებები. გართულებები მოსალოდნელია, როგორც ნაყოფის მხრივ ასევე შესაძლოა დედის მხრივაც შეიქმნას პრობლემები,"- აცხადებს პაატა ჟორჟოლიანი.