პეკინის ზამთრის ოლიმპიადა ქართველ სპორტსმენთაგან მორის ყვითელაშვილმა გახსნა. მოკლე პროგრამით გამოსვლა მორისმა სუფთად შეასრულა და საბოლოოდ 92.37 მეასედი ქულა დაიმსახურა. ეს მაჩვენებელი საკმარისი აღმოჩნდა მეოთხე პოზიციის დასაკავებლად და მედლისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად.
ფიგურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრებაში ჩაერთნენ მარია კაზაკოვა და გიორგი რევია. რიტმულ ცეკვებში ისინი მეოთხეები გამოვიდნენ და მსაჯებისგან 64.60 მეასედი ქულა დაიმსახურეს. ამ მაჩვენებლით წყვილი მერვე პოზიციაზე იყო. საერთო ჩათვლაში კი კაზაკოვა - რევიასა და მორის ყვითელაშვილის გამოსვლების შემდეგ საქართველო მეექვსე ადგილზეა.
მესამე დისციპლინაში, სპორტულ ცეკვებში იასპარეზეს "კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ მათ სპორტული ცეკვების მოკლე პროგრამაში 64.79 ქულა მიიღეს და გამოსვლა მეექვსე ადგილზე დაასრულეს.
ოლიმპიადაზე მონაწილე ქართველ სპორტსმენებს წარმატება უსურვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.