16 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სახელმწიფო აკონტროლებს, მისი განცხადებები სპეკულაციაა - ირაკლი ქადაგიშვილი

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კონტროლდება - ამბობენ "ქართულ ოცნებაში" და პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის განცხადებებს სპეკულაციად აღიქვამენ. მის უფლებრივ მდგომარეობაზე საუბრისას აღნიშნავენ იმასაც, რომ არ ეგულებათ სხვა რომელიმე პატიმარი, რომელსაც ამ რაოდენობის მნახველი სტუმრობს.

"ასეთი სახის უფლებები, მე არ მგონია, რომ რომელიმე სახელმწიფოში რომელიმე პატიმარს გააჩნდეს. აქედან გამომდინარე, მისი განცხადებები, ძირითადად, არის სპეკულაცია, მიმართული იქითკენ, რომ რამენაირად თავი დაიძვრინოს კანონიერი სასჯელისგან. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას სახელმწიფო აკონტროლებს და რაიმე საგანგაშო რომ იყოს, პირველ რიგში სწორედ სახელმწიფოა დაინტერესებული რომ ამ თუ ყველა სხვა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დაცული,"-აცხადებს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრი ირაკლი ქადაგიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები