16 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
პროდუქტებზე გაზრდილი ფასები პარტია "ხალხისთვის" წევრებმა აქცია-პერფორმანსით გააპროტესტეს

სასურსათო პროდუქტებზე გაზრდილი ფასები პარტია "ხალხისთვის" წევრებმა გააპროტესტეს. აქცია-პერფორმანსი მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა.

პროტესტის მონაწილეებმა კანცელარიასთან ის პროდუქტები მიიტანეს, რომელზეც ბოლო პერიოდში ფასებმა მკვეთრად მოიმატა.

პარტიის "ხალხისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ნინო წულაძე მთავრობას ფასების დარეგულირებისკენ მოუწოდებს. 

"ასეთი გაუმართავი და ხელიდან წასული სისტემა, რომელიც ინფლაციის მაჩვენებელზეც და ფასებზეც აისახება, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. სანამ დროა დაარეგულირეთ, იმიტომ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიური ცხოვრება შეუძლებელი გაუხდათ," - აცხადებს ნინო წულაძე.

დღის ამბები