ვის დაამტკიცებს პარლამენტი ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე შექმნილი ორი ახალი უწყების - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსთა თანამდებობებზე.
სპეციალურმა კომისიამ სამ-სამი კანდიდატი შეარჩია და პრემიერს გადაუგზავნა. თითოეული სამსახურის კანდიდატებს შორის 2, ირაკლი ღარიბაშვილმა ასარჩევად საკანონმდებლო ორგანოს უნდა წარუდგინოს.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ინსპექტორის ბაზაზე შექმნილ ორ ახალ უწყებას აფასებს.
"ცდილობენ ახალი სამსახური შექმნან, სადაც უკვე მათთვის მისაღები კადრები იქნებიან. თუ არ გამოვიდა ისევ იგივეს იზამენ, ასეა სახელმწიფო ბიუროკრატია, არჩევენ ისეთ ადამიანებს, ვინც ერთგულია და ხელს აფარებს დანარჩენ ბიუროკრატიას,"- აცხადებს ხვიჩია.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი დავით მათიკაშვილი კი აცხადებს, რომ საზოგადოება ახლა გამჭვირვალე პროცესს აკვირდება.
"საზოგადოება აკვირდება მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცესს. პროცესი მიმდინარეობს ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით. ეს გაძლიერება სისტემურ პრობლემებს ეხება,"-აცხადებს მათიკაშვილი.