16 ნოემბერი 2024,   07:47
ვრცლად
კელი დეგნანი: ივანიშვილი, ცხადია, ძალიან გავლენიანი ქართველია, მან საკუთარი წვლილი შეიტანა ბიზნესში, განათლებაში, არის ფილანტროპი და დააარსა პარტია, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრობს და მას გავლენიან ქართველს უწოდებს, რომელმაც საკუთარი წვლილი შეიტანა ბიზნესსა და განათლებაში. ამასთან, კელი დეგნანი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გავიდა, შესაბამისად, ამ კუთხით მასთან ჩართულობა აღარ არის. 

"ჩვენ ყველა ქვეყანაში, ძირითადად, არჩეულ ლიდერებთან ვთანამშრომლობთ, მაგრამ ასევე ვესაუბრებით და ვხვდებით ყველა გავლენიან ქართველს საზოგადოების მთელ სპექტრში - იქნება ეს ბიზნესი, კულტურა, მედია თუ სხვა. ბატონი ივანიშვილი, ცხადია, ძალიან გავლენიანი ქართველია, მან საკუთარი წვლილი შეიტანა ბიზნესში, განათლებაში, არის ფილანტროპი და დააარსა პარტია, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს. ბევრი ქართველი პატივს სცემს მის კონტრიბუციას - მან გადაწყვიტა, რომ პოლიტიკიდან გასულიყო და შედეგად, ჩვენ მასთან ჩართულობა აღარ გვაქვს, მისი პერსონალური გადაწყვეტილების გამო, რომ გასულიყო პოლიტიკიდან," - ამბობს კელი დეგნანი

დღის ამბები