აშშ-ის ელჩი საქართველოში ამბობს, რომ "რუსეთს სურს, შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს და აკონტროლოს ყველაფერი, რაც შედის და გადის შავ ზღვაში",- ამის შესახებ კელი დეგნანმა "ამერიკის ხმას" განუცხადა.
როგორც ელჩი განმარტავს, საქართველო უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს იმისთვის, რომ შავი ზღვა საერთაშორისო ზღვად დარჩეს. ჟურნალისტის კითხვაზე, რა არის საქართველოს როლი, რუსეთ - უკრაინის კრიზის დროს, კელი დეგნანი ამბობს, რომ საუკეთესო პასუხი ერთიანი მიდგომის შემუშავება და ძლიერი დემოკრატიაა