16 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
რუსეთ-უკრაინის მწვავე კრიზისი გრძელდება - ამერიკული მედიის ცნობით, მოსკოვს უკრაინაში შეჭრისთვის საჭირო ძალების 70% უკვე ადგილზე ჰყავს

რუსეთ-უკრაინის მწვავე კრიზისი გრძელდება. საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია. ამერიკული მედია წერს, რომ მოსკოვს უკრაინაში შეჭრისთვის საჭირო სამხედრო ძალის 70% ადგილზე ჰყავს მობილიზებული.

აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, 14 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი რუსეთის სხვადასხვა ნაწილიდან სასაზღვრო ზონისკენ მიემართება. ისინი რუსული ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის ვადებზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ შესაძლოა, ეს თებერვლის შუა რიცხვებში მოხდეს.

შვედეთის თავდაცვის კვლევის სააგენტოს წარმომადგენელი ალბინ არონსონი აცხადებს, რომ რუსეთის ქმედებები ნატოსთვის იმპულსის მიმცემია.

"2014 წლიდან მოყოლებული რუსეთის ქმედებებმა ნატოს ახალი იმპულსი მისცა, თავისი ძირითადი მისიისთვის, რათა შეაჩეროს სხვები შეჭრისგან ან ან პოტენციურად უსაფრთხოების წესრიგის განადგურებისგან ევროპაში,"-აცხადებს ალბინ აონსონი.

ათასობით ადამიანი გამოვიდა ხარკოვის ქუჩებში. საზოგადოებამ რუსეთის უკრაინაში შესაძლო შეჭრა გააპროტესტა. ხარკოვი სულ რაღაც 40 კილომეტრით არის დაშორებული რუსული ჯარისგან, რომელიც უკრაინის საზღვარზეა განთავსებული.

კიევში ამერიკის შეერთებული შტატებიდან სამხედრო დახმარების რიგით მე-8 ნაწილი ჩავიდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრი წერს, რომ ტვირთის წონა 86 ტონაა.

თავდაცვის მინისტრის ცნობით, 22 იანვრის შემდეგ აშშ-მა უკრაინაში 650 ტონაზე მეტი საბრძოლო მასალა გაგზავნა და პროცესი კვლავ გაგრძელდება.

დღის ამბები