16 ნოემბერი 2024,   06:50
ვრცლად
შეუწყვეტს თუ არა პარლამენტი მანდატს სამ დეპუტატს - ოპოზიციაში ამბობენ, საკითხს მხარს არ დაუჭერენ

რა გადაწყვეტილებას მიიღებენ კანონმდებლები სამი ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით -  საკითხზე დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ. საუბარია შალვა ნათელაშვილზე, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძეზე. პირველი ორის შემთხვევაში მიზეზი რეგლამენტი და არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენაა; ბადრი ჯაფარიძის საკითხი კი მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს უკავშირდება.

მმართველი გუნდის ოპონენტები პოლიტიკური დევნის მორიგ ტალღაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის მანდატის ჩამორთმევის საკითხს მხარს არ დაუჭერენ.

ბადრი ჯაფარიძე კი დარწმუნებულია, რომ მანდატის შეწყვეტისთვის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს :

"არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ უფლებამოსილება იქნეს შეწყვეტილი. და შესაბამისად, თუკი ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული "ქართული ოცნების" მიერ, ეს იქნება პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა. დაველოდოთ გადაწყვეტილებას, არსებობს მიუკერძოებელი იურისტების დასკვნა, რომელიც მათ მიაწოდეს საპროცედურო კომიტეტს, სადაც ჩანს, რომ სამართლებრივი საფუძველი მანდატის შეწყვეტისთვის არ არსებობს," - ამბობს ბადრი ჯაფარიძე. 

დღის ამბები