"ლელოს" ლიდერები ბრიუსელში გაემგზავრნენ. ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ევროპარლამენტარებთან, ევროპული კომისიის წევრებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან შეხვედრები.
"ლელოს" წევრები შეხვედრებისას ყურადღებას გაამახვილებენ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და გეოპოლიტიკურ პროცესებზე .