20 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
ქვეყანა კოვიდის მეექვსე ტალღის პიკში - როდის ელოდებიან სპეციალისტები ქვეყანაში ინფიცირების კლებას 

ქვეყანა კოვიდის მეექვსე ტალღის პიკში - ექიმები ვარაუდობენ, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობის კლება ქვეყანაში მხოლოდ თებერვლის ბოლოსთვის დაიწყება. ისინი მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მკვეთრად იმატა რეინფიცირების შემთხვევებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე ამბობს, რომ ვირუსის მაღალი მაჩვენებლები კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. 

"დღევანდელი სიტუაცია შეიძლება შეფასდეს ისე, რომ ჩვენ უკვე ვართ "ომიკრონის" ტალღის პიკზე და ეს კიდევ დაახლოებით ერთი კვირა - ათი დღე გაგრძელდება და ის დაიწყებს კლებას. გამოვიყენოთ ნიღაბი და დავიცვათ დისტანცია, არ ვიყოთ მრავალი ადამიანის თავყრილობის გარემოში,"- აცხადებს დევი ტაბიძე.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა კი მოსახლეობას ვაქცინაციისა და "ბუსტერ" დოზების გაკეთებისკენ მოუწოდებს. 

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის მხრიდან რეკომენდაციები იყოს დაცული. მიუხედავად იმისა, რომ "ომიკრონს" აქვს შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა მაინც არის შემთხვევები, როდესაც პაციენტები მძიმდებიან. განსაკუთრებით ეს ადამიანები არიან ასაკოვნები და ადამიანები, რომლებსაც აქვს ქრონიკული დაავადებები და არ არიან ვაქცინირებულები. გამომდინარე აქედან, ამ ჯგუფებში ვაქცინაციის გააქტიურება და "ბუსტერ" დოზების გაკეთება აუცილებელია,"- აცხადებს ალექსანდრე გოგინავა. 

დღის ამბები