16 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა შალვა ნათელაშვილისთვის და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შალვა ნათელაშვილისთვის და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას მხარი დაუჭირა და მიიჩნია, რომ მათ უფლებამოსილება ვადაზე ადრე უნდა შეუწყდეთ. 

კომიტეტის დასკვნა მომდევნო  კვირაში პლენარულ სხდომას წარედგინება და საკითხთან დაკავშირებით დეპუტატები იმსჯელებენ. საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.

ამ წუთებში, ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე მსჯელობენ. 

დღის ამბები