16 ნოემბერი 2024,   06:20
ვრცლად
არის თუ არა კრიზისი "ნაციონალურ მოძრაობაში" - "ოცნებაში" ფიქრობენ, რომ პარტიაში ძალაუფლების გადანაწილებისთვის იბრძვიან

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, მას სააკაშვილთან ნიკა მელიას განცხადებასა და მედიაში გავრცელებული ჩანაწერებზე არ უსაუბრია. ჩანაწერი, რომელშიც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, რომ ის სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას არ ემხრობოდა, მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა. მელიამ სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც ადასტურებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ქვეყანაში ჩამოსვლის წინააღმდეგი იყო.

ეს საკითხი გუშინ პარტიის ოფისში შეკრებილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმაც განიხილეს. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ განსხვავებული მოსაზრებები დემოკრატიული პროცესია.

"მხოლოდ და მხოლოდ ერთ განზრახვა აქვთ, რომ განხეთქილება შეიტანონ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ აქტივში, ბუნებრივია, ის თავის მიზანს ვერ მიაღწევს, ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, რომელსაც მივყვებით და მთავარი გეგმა ჩვენი პოლიტიკური საქმიანობის არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უკანონო პატიმრობიდან,"-აცხადებს პარტიის ერთ-ერთი წევრი ლევან ბეჟაშვილი. 

მმართველ გუნდში კი ოპოზიციურ პარტიაში არსებულ დაპირისპირებასა და ძალაუფლებისთვის ბრძოლაზე საუბრობენ.

"მელიას დასჯა პოლიტიკურად, თანამდებობრივად, პარტიის შიგნით უკავშირდებოდა სწორედ იმას, რომ მელია ამ რეალობას, როგორც ჩანს, აყენებდა პარტიის შიგნით და ახლა უკვე ამაზე საუბრობს საჯაროდ. ეს მიუთითებს "ნაციონალურ მოძრაობაში" სერიოზულ კრიზისზე და იმაზე, რომ რამდენიმე გუნდი ცდილობს ძალაუფლების გადანაწილებას და, მათ შორის, არაერთი ცდილობს, რომ დაანახოს მიხეილ სააკაშვილს, რომ ისინიც არიან მიხეილ სააკაშვილები და მათაც შეუძლიათ არანაკლებ აგრესიულები იყვნენ,"-აცხადებს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე. 

დღის ამბები