16 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
რაზე ისაუბრეს კელი დეგნანმა და შალვა პაპუაშვილმა დახურულ აუდიენციაზე - მხარეებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდა. როგორც დახურული აუდიენციის შემდეგ ითქვა, მხარეებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის, სპიკერის NATO-ში ვიზიტი, ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის ხელმძღვანელების დანიშვნის თემა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ პროცესი კანონით დადგენილ ვადებში წარიმართება. 

"საინტერესო შეხვედრა მქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ვაფასებ, რომ ამისთვის მან შესაბამისი დრო გამოყო. ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, მათ შორის მისი NATO-ში ვიზიტი. ასევე, ვისაუბრეთ სახელმწიფო ინსპექტორის ხელმძღვანელების დანიშვნის საკითხზე. იმედი გამოვთქვით, რომ ეს პროცესი სათანადოდ - იმ ვადებში შედგება, რაც კანონით არის განსაზღვრული.

მინდა ავღნიშნო, რომ ეს მნიშვნელოვანი დატვირთვის მქონე სამსახურია, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შერჩეული იქნებიან დამოუკიდებელი და კვალიფიციური კანდიდატები. პროცესი ნაჩქარევად არ უნდა წარიმართოს. საკონსტიტუციო სასამართლოში სახელმწიფო ინსპექტორის დათხოვნაზე შეტანილია სარჩელი - მას 3 წელი კიდევ უნდა ემსახურა. იმედი გვაქვს, რომ სასამართლო გამოიტანს შესაბამის გადაწყვეტილებას და რომ კანდიდატების დანიშვნა სასამართლოს პასუხამდე არ მოხდება,"-აცხადებს კელი დეგნანი

 

დღის ამბები