დღეს გადაწყდა, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის ოთხ დეპუტატს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება, თუმცა საბოლოო სიტყვა სესიამ უნდა თქვას.
მიზეზები სხვადასხვაა: ბადრი ჯაფარიძე - სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, შალვა ნათელაშვილი და ელენე ხოშტარია - 15-დან 15-ვე სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენა, კახა კუჭავა - საკუთარი განცხადება.
კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილებით, მე-10 მოწვევის პარლამენტი 150-ის ნაცვლად 145-კაციანი ხდება.
თუ კომიტეტის ვერდიქტი პარლამენტის შემადგენლობის უმეტესობამ გაიზიარა, გარიცხულ დეპუტატებს პარლამენტში დასაბრუნებლად ერთადერთ გზად საკონსტიტუციო სასამართლო რჩებათ.