16 ნოემბერი 2024,   07:51
ვრცლად
მივიღებთ ორ ისეთ ინსტიტუციას, რომელიც გაცილებით მაღალი ეფექტურობით განახორციელებს თავის ფუნქციებს - გურამ მაჭარაშვილი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის საკითხზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი იმსჯელებს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურებს კი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოუსმენენ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პროცედურა ღია და გამჭვირვალე იქნება. 

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატების განხილვა დაიწყება უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოს პარლამენტში, პროცედურის შესაბამისად. ამ განხილვის შემდგომ, მოხდება მათი არჩევა იმ პოზიციებზე საქართველოს პარლამენტის მიერ, რომელზეც წარდგენილები არიან. დარწმუნებული ვარ, მივიღებთ ორ ისეთ დამოუკიდებელ ინსტიტუციას, რომელიც გაცილებით მაღალი ეფექტურობით და ხარისხიანად განახორციელებს იმ ფუნქციებს, რომელიც მას აქვს დაკისრებული,"- ამბობს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი. 

შეგახსენებთ, დასახელებული ორი უწყება ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად შეიქმნა.

დღის ამბები