16 ნოემბერი 2024,   07:56
ვრცლად
მსგავსი კომისიები პარლამენტში არ უნდა იყოს, შექმნას მხარს არ დავუჭერთ ისევე, როგორც რამდენიმე ოპოზიციური პარტია - გივი მიქანაძე 

პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიმართ სკეპტიკურია "ქართული ოცნება".

უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ კომისიის შექმნა ყველანაირ აზრს მოკლებულია და შესაბამისად, ისინი ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ.

"ამგვარი კომისიები პარლამენტში არ უნდა იყოს და ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ მსგავსი კომისიის შექმნას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ, ისევე, როგორც რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ცალსახად განაცხადა, რომ ვერანაირ საფუძველს ვერ ხედავენ, რომ ასეთი ტიპის კომისია იქმნებოდეს კონკრეტულ პირთან მიმართებაში და რომ ეს პარლამენტის საქმე არ არის,"- აცხადებს მმართველი გუნდის წევრი გივი მიქანაძე. 

დღის ამბები