16 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
ჯო ბაიდენის თქმით, რუსული აგრესიის შემთხვევაში ბერლინი, ვაშინგტონი და NATO კრემლის შესაკავებლად ერთობლივი მუშაობისთვის მზად არიან

რუსეთის მხრიდან დეესკალაციის იმედს გამოთქვამენ დასავლელი ლიდერები. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მოსკოვს ჯერ კიდევ შეუძლია ვითარების განმუხტვა. მისივე თქმით, რუსული აგრესიის შემთხვევაში ბერლინი და ვაშინგტონი, ასევე, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი კრემლის შესაკავებლად ერთობლივი მუშაობისთვის მზად არიან.

უკრაინის კრიზისის ფონზე ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირის შეუფერხებელი მიწოდებისთვის ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი და საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი. რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ კი, დღეს, საფრანგეთის ლიდერი უკრაინელ კოლეგას კიევში შეხვდება. ემანუელ მაკრონი სტაბილურობისთვის ახალი მექანიზმების შექმნაზე საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ეს ფუნდამენტურ პრინციპებზე კომპრომისით ვერ მოხდება. პუტინის რიტორიკა კი იგივე რჩება - ის NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

 

დღის ამბები