16 ნოემბერი 2024,   08:01
ვრცლად
პუტინის რა გზავნილებით ჩადის მაკრონი ზელენსკისთან - კიევში რამდენიმე საათში საფრანგეთის პრეზიდენტს ელოდებიან

კიევში რამდენიმე საათში საფრანგეთის პრეზიდენტს ელოდებიან. ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმერ პუტინის გზავნილები უნდა გადასცეს. საფრანგეთისა დ რუსეთის ლიდერებმა გუშინ, მოსკოვში ევროპის უსაფრთხოების საკითხებსა და უკრაინის კრიზისზე ისაუბრეს. საუბარისას ახსენეს საქართველოს საკითხიც.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რიტორიკა კი იგივე რჩება - ის ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

"ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას, რადგან ეს ჩვენთვის საერთო საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენ არ მივდივართ ნატოსკენ, ნატო მოდის ჩვენი საზღვრებისკენ. ამიტომაც იმის თქმა, რომ რუსეთი აგრესიულია, საღ ლოგიკას არ შეესაბამება. ნატო-ს ზოგიერთი ქვეყანა ეწინააღმდეგება უკრაინის ან საქართველოს ალიანსში მიღებას და რა თქმა უნდა, ჩვენ ამის შესახებ ვიცით, არაერთხელ გვაქვს მოსმენილი. ამ შემთხვევაში მე მაქვს კითხვა, თუ ეს ასეა, მაშინ რატომ მოაწერეს ხელი ამ ქვეყნებმა 2008 წელს ბუქარესტში. გესმით თუ არა, რომ თუ უკრაინა ნატოში იქნება და სამხედრო გზით ყირიმის დაბრუნებას შეეცდება, ევროპული ქვეყნები ავტომატურად იქნებიან ჩართულნი რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში? მე არ მსურს მოვლენების ისეთი განვითარება, რომელიც რუსეთსა და ნატოს შორის კონფლიქტს გამოიწვევს." - აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

ვლადიმერ პუტინის ამ საუბრის საპასუხოდ, საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველო, ბელარუსი, უკრაინა და მოლდოვა - არიან ის ქვეყნები, რომელთა სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას ყველამ პატივი სცეს.

დღის ამბები