ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის შვება იქნება, თუ ის პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დატოვებს.
მისივე თქმით, ლიდერობა მაშინ, როდესაც რუსეთთან ბრძოლაში ხარ, სხვა პოლიტიკურ ტალანტს მოითხოვს, რაც ერთეულთა ხვედრია.
კითხვაზე, ვინ არიან ასეთი ერთეულები, ჩარკვიანი ამბობს, რომ მათ შორის არის მიხეილ სააკაშვილი.
"გულწრფელად მგონია, ნიკა მელიასთვისაც შვება იქნება, აღარ იყოს პარტიის თავმჯდომარე. მელიაზე ფარული ჩანაწერებით არ ვმსჯელობ, მაგრამ პოლიტიკოსის ნაბიჯებს თუ ემთხვევა ხოლმე, გამომაქვს დასკვნა. მელიას შემთხვევაში, მე ფარული ჩანაწერის გამო კი არ ვსაუბრობ, მე ვსაუბრობ მისი ბრძოლის დაგეგმარების, სტრატეგიის არმოწონების გამო, მოქმედების და შედეგის გამო. მგონია, რომ არ არის ცუდი პიროვნება, მაგრამ იყო ძლიერი ოპოზიციური ფლანგის ლიდერი, როცა რუსეთთან ბრძოლაში ხარ, სხვა პოლიტიკურ ტალანტს მოითხოვს, რაც ერთეულთა ხვედრია,"-განაცხადა ჩარკვიანმა.