16 ნოემბერი 2024,   08:03
ვრცლად
"ეს ადამიანები ქალაქში რეალურ პრობლემას ვერ ხედავენ" - გიორგი ონიანი ხმალაძის საკრებულოში დაბარების მიზეზებზე საუბრობს 

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ონიანი, ხმალაძის წარმომადგენლობით ორგანოში დაბარებას ქალაქში არსებული პრობლემებით ხსნის. 

"საკრებულოში დაბარებული გვყავს თბილისი ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე და მუნიციპალური ინსპექციის უფროსი კახა გულედანი.  ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ქალაქში რეალურ პრობლემას ვერ ხედავენ, როდესაც უკანონოდ არის აშენებული 9 სართულიანი კორპუსი ვარკეთილში, ვერ ხედავენ "მოდუსის" სავაჭრო ცენტრს, ძველ თბილისში რამდენიმე სართულით დამატებით უკანონო მშენებლობას, რომელიც აფუჭებს ქალაქის იერსახეს და რეალურ პრობლემას უქმნის თბილისს,"- აცხადებს გიორგი ონიანი.

დღის ამბები