16 ნოემბერი 2024,   07:53
ვრცლად
პრაქტიკამაც აჩვენა, რომ არსებობს ინსტიტუციური კონფლიქტი ერთ უწყებაში მოქცეულ ორ მიმართულებას შორის - სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი პარლამენტის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურის გაყოფის შედეგად შექმნილი უწყებების ხელმძღვანელთა კანდიდატების განხილვასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ერთ უწყებაში მოქცეულ ორ მიმართულებას შორის კონფლიქტი იყო, შესაბამისად მოხდა მათი განცალკევება.  

"პრაქტიკამაც აჩვენა, რომ არსებობს ინსტიტუციური კონფლიქტი ერთ უწყებაში მოქცეულ ორ მიმართულებას შორის. ახლა მოხდა ამათი გაყოფა, სხვა არანაირი დაჩქარება არ მომხდარა და ამის შემდეგაც იყო ორი თვე იმისთვის, რომ კანდიდატები ყოფილიყვნენ წარმოდგენილი. რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიცია თავიდანვე წინააღმდეგი იყო პირველი, გაერთიანების ამ უწყების, ასევე წინააღმდეგი იყვნენ თოლორაიას კანდიდატურის  და დღეს აღმოჩდნენ სწორედ თოლორაიას კანდიდატურის დამცველებად.

ზუსტად ასე იქნებიან ცოტა ხანში, აღმოაჩენენ, რომ თურმე რა კარგი კანდიდატი შეგვირჩევია, როცა შევარჩევთ.

მოვუსმენთ ყველას და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ორივე კანდიდატს აქვს ძალიან მდიდარი და საინტერესო გამოცდილება, მოვისმენთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას,“ - აცხადებს სოზარ სუბარი.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ რეგლამენტის მიხედვით, კომიტეტებზე იქნება განხილვა და 1 მარტამდე უნდა იქნეს შერჩეული პოზიციაზე.

საკითხზე მსჯელობა საკომიტეტო ფორმატში მიმდინარე კვირას უნდა შედგეს. კანდიდატები - ლელა ჯანაშვილი, თამარ ალფაიძე, ემზარ გაგნიძე და კარლო კაციტაძე - საკანონმდებლო ორგანოს პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა.

დღის ამბები