16 ნოემბერი 2024,   07:25
ვრცლად
ენმ ყველაფერს აკეთებს, რომ დაიმონოს ყველა ოპოზიციური პარტია, მათი ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, შემდეგ აბულინგონ ტელევიზიებით - კახა კალაძე

გიგი უგულავას ინიციატივას, რომლის თანახმადაც, კოლეგებს "ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ გაერთიანებას სთავაზობს, გამოხმაურებები მოჰყვა მმართველ გუნდში. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპოზიციური პარტიები აცნობიერებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ ყოფნა პოლიტიკურად წამგებიანია. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ერთ დრო ფრაზა „შალვა ნათელაშვილის ფანჩატური" ახლა სიტყვა "ქოლგით" შეიცვალა.

"ფრთიანი ფრაზები არსებობდა, მაგალითად, შალვა ნათელაშვილის ფანჩატური, ეს ფრაზა შეიცვალა ქოლგით. ეს იგივეა პრაქტიკულად, მაგრამ პარტიები უნდა დაფიქრდნენ, ვიდრე ამ ქოლგის ქვეშ აღმოჩნდებიან. არ აღმოჩნდნენ რეპრესიულ მდგომარეობაში, ვინაიდან, ნაცმოძრაობის სატელიტებად იწოდება ყველა და არავითარი განსხვავება არ არის კონკრეტულ პარტიებსა და ნაცმოძრაობის შორის, ვინც ფანჩატურიდან ქოლგის ქვეშ გადაინაცვლებს,“ - აცხადებს გია ვოლსკი.

თბილისის მერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი, კახა კალაძე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დანარჩენი ოპოზიცია მის დაქვემდებარების ქვეშ მოაქციოს. 

"მე მგონია, რომ ეს მწარე გამოცდილება ოპოზიციამ ძალიან კარგად გაიზიარა, როდესაც ისინი ნაციონალური მოძრაობის ტყვეობაში მოხვდნენ და რა მიიღეს ამით, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ საკუთარი პარტიის წარმომადგენლებზე იწვნია. ვფიქრობ, ოპოზიციამ ჭკუა ისწავლა, თუ როგორ უნდა იმოქმედოს, რა უნდა გააკეთოს. ნაციონალური მოძრაობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაიმონოს ყველა ოპოზიციური პარტიები, მათი ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, შემდეგ აბულინგონ ტელევიზიებით. გვახსოვს, როგორ ატერორებდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებს, თუნდაც პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

გავახსენოთ ელიაშვილის პარტიის მაგალით, რა უქნეს ბიჭს, გადაუარეს, გაანადგურეს და დღეს თვითონ შებრძანდნენ პარლამენტში," - ამბობს კახა კალაძე.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ რადიკალური ოპოზიცია ისევ ერთი და იმავე წრეზე ტრიალებს.

"სანამ ესეთი ადამიანები იქნებიან პოლიტიკაში, მანამდე რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის იქნება ასეთ მდგომარეობაში,“ - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

დღის ამბები