გიგი უგულავას ინიციატივა - გაერთიანდეს ოპოზიცია "ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ, მიუღებელია ხელისუფლების ოპონენტთა დიდი ნაწილისთვის. მათი შეფასებით, ეს ნაბიჯი პოლიტიკურად მომგებიანი ვერ იქნება და ქვეყანაში არსებული პრობლემები სხვა კუთხით უნდა მოგვარდეს.
ამ ეტაპზე "ნაციონალურ მოძრაობასთან" მორიგი ოპოზიციური გაერთიანების მომხრეები ჯერჯერობით მხოლოდ ის პოლიტიკოსები არიან, რომლებიც პარტიასთან კოალიციაში ისედაც განიხილებიან.