16 ნოემბერი 2024,   06:17
ვრცლად
NATO უკრაინასა და საქართველოს კარს ვერ დაუხურავს - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი

NATO უკრაინასა და საქართველოს კარს ვერ დაუხურავს - ეს განცხადება იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იტალიის პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ლუიჯი დი მაიომ ასევე აღნიშნა, რომ იტალიის მთავრობა უკრაინაში სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილებაზე მუშაობს.

​​​"NATO-ს, რა თქმა უნდა, არ შეუძლია უარი თქვას ღია კარის პრინციპზე და კიევისა და თბილისის მიმართ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე აღებულ ვალდებულებებზე, რომელიც საქართველოსა და უკრაინას მომავალში ალიანსში გაწევრიანების საშუალებას აძლევს. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ ეს "წითელი ხაზია" მოსკოვისთვის," - აღნიშნა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ.

დღის ამბები