16 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების აქციაზე ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია არ გამოჩენილა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვის საქმის განხილვა სასამართლოს გარეთ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების აქციის ფონზე მიმდინარეობდა, თუმცა ადგილზე არ გამოჩენილა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია.  გაჩენილ კითხვას იმასთან დაკავშირებით, ხომ არ არის ეს შიდა პარტიული დაპირისპირების მაჩვენებელი ენმ-ს წევრმა გიორგი ბარამიძემ უპასუხა:

"ნამდვილად არ აპირებს პარტია ნიკა მელიას თავმჯდომარეობიდან გადაყენებას. ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის იყო სხვადასხვა აზრების, შეხედულებების მქონე ადამიანების ერთობა, რომელსაც აერთიანებს ის იდეა, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა ჩვენი  პარტია, ეს არის ძლიერი, დემოკრატიული, ქართული, მაშასადამე ევროპული სახელმწიფო, ეს არის იდეა რომლის გარშემო ვართ ყველანი შემოკრებილი. ადრეც ვკამათობდით, დღესაც და მომავალშიც ვიკამათებთ ,“- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

 

ავტორი: სანდრო კაჭახიძე

დღის ამბები