"კურიერის" ინფორმაციით, დღეს ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტის 2 ახალ წევრს წარადგენს. სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მინისტრები იცვლებიან. ნათია თურნავას ლევან დავითაშვილი შეცვლის. დავითაშვილი უკვე მეექვსე წელია მინისტრთა კაბინეტის წევრია, ის ამ დროისთვის იკავებს სოფლის მეურნეობის მინისტრის და ვიცეპრემიერის პოსტს.
შეგახსენებთ, ლევან დავითაშვილს პრემიერ-მინისტრისგან, სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ახალი პროგრამის განხორციელება აქვს დავალებული.
"კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ მთავრობის მეთაური მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას რამდენიმე საათში გააკეთებს.