16 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე თურნავას დავითაშვილი შეცვლის, სოფლის მეურნეობის მინისტრი კი ოთარ შამუგია იქნება

ლევან დავითაშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე დაინიშნა. სამთავრობო ცვლილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. 

ამ დრომდე ეკონომიკის მინისტრის პოსტს ნათია თურნავა იკავებდა.

რაც შეეხება ლევან დავითაშვილს, ის უკვე მეექვსე წელია მინისტრთა კაბინეტის წევრია, ის ამ დრომდე იკავებდა სოფლის მეურნეობის მინისტრის და ვიცეპრემიერის პოსტს. სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ოთარ შამუგია შეცვლის, რომელიც ამ დრომდე დავითაშვილის მოადგილე იყო.

შეგახსენებთ, ლევან დავითაშვილს პრემიერ-მინისტრისგან, სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ახალი პროგრამის განხორციელება აქვს დავალებული.

პრემიერმა ნათია თურნავას მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და აღნიშნა, რომ ის გუნდის წევრად რჩება. 

დღის ამბები