მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებებია, ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აღარ იქნება.
როგორც მან განაცხადა, რჩება "ქართული ოცნების" გუნდში, თუმცა სხვა სფეროში გადაინაცვლებს.
"მე მაქვს სურვილი, რომ გარკვეულწილად, შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის ერთგულ წევრად ვრჩები. ჯერჯერობით, განვიხილავ რამდენიმე მიმართულებას, როგორც კი იქნება საბოლოო გადაწვეტილება, რა თქმა უნდა, ამას გავანდობ საზოგადოებას," - განაცხადა თურნავამ.