სენაკში საკრებულოში რამდენიმე წუთში სხდომა უნდა დაიწყოს. მანამდე კი გიორგი გახარიას პარტიამ, "ქართულ ოცნებას" მიმართა, მათი წარმომადგენლები საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გამოცხადნენ.
პარტია "საქართველოში" ამბობენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, მათ მიერ დასახელებულ კანდიდატს მხარს დაუჭერენ.
"გვაქვს ინფორმაცია, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს ოცნების წარმომადგენლები უკანონოდ ავალებენ, დღევანდელი სხდომის ჩაშლის მიზნით, არ გამოცხადდნენ საკრებულოს სხდომაზე და საკუთარი მოვალეობა არ შეასრულონ. ჩვენ ღიად, იმ ხელოვნური კრიზისის დასასრულებლად, რომელსაც დღეს ოცნება ქმნის ამ მუნიციპალიტეტში, ღიად ვთავაზობთ ოცნების წარმომადგენლებს, მოვიდნენ, დაესწრონ დღევანდელ სხდომას საკრებულოზე და ჩვენ მათ მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მხარს დავუჭერთ,“ - აცხადებს პარტიის "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა.
გიორგი გახარიას პარტიის შეთავაზებას უმრავლესობაში პასუხობენ. პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ზარქუა მიიჩნევს რომ გიორგი გახარიას გუნდის წევრები საკუთარ დაშვებულ შეცდომას ხვდებიან, რაც ნაციონალურ მოძრაობასთან კოალიციას გულისხმობს.
"მგონია, რომ ტესტი გახარიას გუნდმა სამწუხაროდ, ვერ გაიარა მათ შორის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ვერც რუსთავში, ვერც სხვა მუნიციპალიტეტებში და ჩვენ მათ ვაფრთხილებდით და ვეუბნებოდით, რომ მოსახლეობა არ გაუტარებს ნაციონალურ მოძრაობასთან კოალიციას. ეტყობა მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს და უნდათ ახლა თავის რეაბილიტაცია,“ - აცხადებს ირაკლი ზარქუა.