16 ნოემბერი 2024,   06:51
ვრცლად
სააკაშვილი საუბრობს გლობალურ პოლიტიკაზე, ასტროლოგიაზე და ამ ასტროლოგიაში თავის ლიდერობაზე, რაც საზოგადოებას აღარ აინტერესებს - გურამ მაჭარაშვილი

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს ეხმაურებიან მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ბრალდებული ექსპრეზიდენტი სასამართლო სხდომების დროს არ საუბრობს უშუალოდ მის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრს გურამ მაჭარაშვილს მიაჩნია, რომ პროცესზე ექსპრეზიდენტისგან გაჟღერებული საკითხები საზოგადოებას არ აინტერესებს.

"როდესაც პატიმარი სააკაშვილი მოდის სასამართლო სხდომაზე, ის არ საუბრობს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. საუბრობს რაღაც გლობალურ პოლიტიკაზე, ასტროლოგიაზე და ამ ასტროლოგიაში თავის ლიდერობაზე, ის რომ საქართველო და დედამიწა ბრუნავს მის ირგვლივ და ა.შ. სააკაშვილი არ საუბრობს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე. ბუნებრივია, ჩვენი კომენტარებიც იქნება მხოლოდ იმასთან დაკავშირებით რაზეც  საუბრობს. ის, რაზეც საუბრობს, საზოგადოებას აღარ აინტერესებს, თავის პარტიაში არ აინტერესებთ და რატომ ჰგონიათ, რომ საზოგადოებას აინტერესებს?!"-აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები