16 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
გვაქვს ვალდებულება მოსახლეობასთან, რომ ეკონომიკის სწრაფი განვითარება ვაჩვენოთ - ლევან დავითაშვილი

ეკონომიკის ახლადდანიშნული მინისტრის და ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეკონომიკის განვითარებისთვის დიდი გეგმები და ამოცანები აქვს, რომელიც მოსახლეობას შემოსავალს გაუზრდის და მათ კეთილდღეობას გააუმჯობესებს.

"პრემიერის ხელმძღვანელობით, ეკონომიკის სამინისტროს ძალიან დიდი ძალისხმევით ჩვენ შევძელით ეკონომიკის აღდგენა ანუ პანდემიამდე მაჩვენებელს დავუბრუნდით, თუმცა ჩვენ გვაქვს დიდი ამოცანები, გეგმები და ასევე ვალდებულება ჩვენს მოსახლეობასთან, რათა ეკონომიკის სწრაფი განვითარება ვაჩვენოთ და ჩვენი მოქალაქეებისთვის შევქმნათ დასაქმების მაქსიმალური საშუალებები, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული მათი შემოსავლების ზრდასთან და კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან,"  - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. მას აღნიშნულ პოსტზე სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩაანაცვლებს. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის მინისტრს, აღნიშნულ თანამდებობაზე ოთარ შამუგია დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე ამავე უწყებაში ლევან დავითაშვილის მოადგილედ მუშაობდა.

დღის ამბები