16 ნოემბერი 2024,   06:19
ვრცლად
პირდაპირ გეტყვით, "ნაცმოძრაობასთან" საერთოდ არ ვაპირებ წინასაარჩევნო კოალიციებს - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" წინასაარჩევნოდაც არ აპირებენ კოალიციის შეკვრას. მისივე თქვით, ამ ეტაპზე თანამშრომლობასთან დაკავშირებით არ აპირებენ დიალოგს არცერთ სხვა პოლიტიკურ ძალასთანაც. 

"ვფიქრობ, რომ დღევანდელ ვითარებაში უმჯობესია ყველა ოპოზიციურმა პარტიამ თუ პოლიტიკურმა ჯგუფმა ინიციატივები აკეთოს ისეთი, როგორიც სჭირდება ხალხს. ახლა საუბარი იმაზე, ვინ ვისთან გაერთიანდება... რატომ უნდა გავერთიანდე? რატომ უნდა მივიდე? ჩვენთვის ახლა ამოცანა არის, საზოგადოებას ვაჩვენოთ რომ "სტრატეგია აღმაშენებელი" არის ხალხზე ორიენტირებული პროფესიონალთა გუნდი, გვაქვს კონკრეტული გეგმები, ვიცით როგორ უნდა გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან და ვაპირებთ ამაზე მუშაობას. არ ვაპირებთ არამარტო "ნაცმოძრაობასთან", პირდაპირ გეტყვით, რომ "ნაცმოძრაობასთან" საერთოდ არ ვაპირებ წინასაარჩევნო კოალიციებს, მაგრამ არც სხვებთან ახლა დიალოგის გახსნას არ ვაპირებთ არანაირ თანამშრომლობაზე,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ "ღამის კურიერში" საუბრისას. 

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას ინიციატივით, "ნაციონალური მოძრაობა" უნდა გახდეს "ქოლგა პარტია", რომელიც კონკურენციაში მყოფ ოპოზიციურ პარტიებს გააერთიანებს.

დღის ამბები