16 ნოემბერი 2024,   06:55
ვრცლად
ასეთი ქოლგა ბოლო 2 წელიწადში 2-ჯერ მაინც ჰქონდათ გაშლილი, ენმ-მ ისინი პოლიტიკურად გაძარცვა - არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის გაერთიანებაზე

გიგი უგულავას ინიციატივაზე, რომ ყველა ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ გაერთიანდეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ "ღამის კურიერის" ეთერში უპასუხა და თქვა, რომ ასეთი ქოლგა ოპოზიციას, ბოლო 2 წელიწადში ორჯერ მაინც ჰქონდა გაშლილი და პატარა პარტიები "ნაციონალურმა მოძრაობამ - "პოლიტიკურად გაძარცვა".

"ასეთი ქოლგა ოპოზიციას ბოლო 2 წელიწადში ორჯერ მაინც ჰქონდა გაშლილი, შედეგი იყო ის, რომ შევიდნენ ეს ახალი პარტიები ხმებით და გამოვიდნენ ქოლგიდან ხმების გარეშე. ანუ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ისინი პოლიტიკურად გაძარცვა ქოლგის ქვეშ. დღეს კი, მათ მოუწოდებს ყველაზე გაკოტრებული პოლიტიკოსი გიგი უგულავა, რომელმაც ასევე მისი პარტიის პოლიტიკურ ძარცვაში მიიღო მონაწილეობა. ერთხელ ეს ქოლგა ნათელაშვილის ოფისში იყო გაშლილი. ნორმალური ევროპული პოლიტიკა, რომელიც ყველას გვინდა, არ არის ის, რომ სხვადასხვა იდეოლოგიის ადამიანები შეიკრიბონ ერთი ქოლგის ქვეშ, დაირქვან ერთი სახელი და ერთი ლიდერის მონოპოლიის ქვეშ ითამაშონ. ევროპული პოლიტიკა არის ის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მეტი არჩევანი,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

დღის ამბები