NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის ლიდერების ალიანსის მომდევნო სამიტზე მიწვევის იდეას. ამის შესახებ მან ესპანურ გაზეთ La Vanguardia-სთან ინტერვიუში ისაუბრა. კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ კარგი იდეაა, მიიწვიონ უკრაინისა და საქართველოს ლიდერები მადრიდის სამიტზე, ასე უპასუხა:
"დიახ, ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი პლატფორმა პარტნიორებთან შეხვედრებისთვის, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ფორმატი. მოუთმენლად ველოდები სამიტს," - განაცხადა სტოლტენბერგმა.
NATO-ს სამიტი მადრიდში 29-30 ივნისს გაიმართება.