16 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
ეროვნული თანხმობის მიღწევის პროცესში, პრეზიდენტი დღეს ქალ პოლიტიკოსებს შეხვდება

სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკოსებთან შეხვედრებს განაგრძობს. პრეზიდენტი დღეს ქალ პოლიტიკოსებს სამუშაო ფორმატში შეხვდება.

ის კანონმდებლები, რომლებიც დღეს სალომე ზურაბიშვილთან მიდიან, იმედოვნებენ, რომ მსგავს შეხვედრებს კონკრეტული შედეგი ექნებათ.

პრეზიდენტთან დღევანდელი აუდიენცია გასული წლის ბოლოს წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესის ნაწილია. სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკოსების გარდა ხვდება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსა და ეროვნული თანხმობით დაინტერესებულ პირებს.

დღის ამბები