16 ნოემბერი 2024,   07:37
ვრცლად
"ყველა ამბობდა, უცნაურია, რატომ არ იქნა ნახსენები რეზოლუციაში რუსეთის ფედერაცია" - "ლელო" ბრიუსელში ვიზიტს ასრულებს

"ლელოს" ლიდერები ბრიუსელში სამუშაო ვიზიტს დღეს ასრულებენ. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა მათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის კაბინეტის წევრებთან გამართეს.

მანამდე კი ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია ევროპარლამენტარებს - მათ შორის მიხაელ გალერს, პეტრას აუსტრევიჩიუსს და კატალინ ჩესას შეხვდნენ. 

საუბარი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას, დემოკრატიის და მართლმსაჯულების სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებს შეეხო. მაღალი დონის შეხვედრები  ევროპელ დეპუტატებთან, ევროპული კომისიის წევრებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან დღესაც შედგება.

"ხაზგასმით ყველა ამბობდა, უცნაურია, რატომ არ იქნა ნახსენები რეზოლუციაში რუსეთის ფედერაცია. ვაპირებთ, მონაწილეობა მივიღოთ სოლიდარობის აქციებში, რომელიც გაიმართება ევროპარლამენტში უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ ვცდილობთ, რომ საქართველო მუდმივად იყოს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ევროკავშირთან დაახლოვების კონტექსტში განხილული," - აცხდებს "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე. 

ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ორშაბათიდან იმყოფებიან.

დღის ამბები