მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. მათ შორის, აქტიურად მიმდინარეობს წეროვანის შიდა საუბნო გზების მოწესრიგება, სადაც 14 ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება.
პროექტს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.