დასავლეთის ერთიანობა, ნატოს კოლექტიური თავდაცვის მეხუთე მუხლის მნიშვნელობა და უკრაინაში არსებული დაძაბულობა - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომელზეც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, ლიეტუვის პრეზიდენტმა და ადმირალმა რობ ბაუერმა ისაუბრეს.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე მათ აღნიშნეს, რომ უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები შემაშფოთებელია და რუსეთი კვლავ განაგრძობს რეგიონში ესკალაციას. მომდევნო კვირაში საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა გაიმართება, სადაც უკრაინასთან ერთად საქართველოს თავდაცვის მინისტრიც იქნება მიწვეული.
"ჩვენ აქ ვართ ყველა მოკავშირის დასაცავად და ჩვენ ამას მომავალშიც გავაკეთებთ. მომდევნო კვირაში თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება ნატოში, მადრიდის სამიტისთვის მოსამზადებლად. მომდევნო კვირის ზოგიერთ სესიებში ჩვენ ვეპატიჟებით შვედეთისა და ფინეთის თავდაცვის მინისტრებს, ასევე საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებს.
ჩვენ გვსურს პარტნიორებს გაძლიერებისა და ერთობლივი მიდგომის გზავნილი გავუგზავნოთ. მე მსურს ვთქვა, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს ყველა მოკავშირეს ნებისმიერ გეოგრაფიულ მდებარეობაზე ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ ნებისმიერი მიმართულებით," - აცხადებს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილე, მირჩა ჯიოანა.