16 ნოემბერი 2024,   07:27
ვრცლად
შეხვედრა სამუშაო ფორმატში ორბელიანების სასახლეში - პრეზიდენტი პოლიტიკოს ქალებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკოსებთან შეხვედრებს განაგრძობს. ორბელიანების სასახლეში დღეს პოლიტიკოსებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ელოდებიან.

პრეზიდენტი ქალ პოლიტიკოსებს სამუშაო ფორმატში შეხვდება. პრეზიდენტთან დღევანდელი აუდიენცია გასული წლის ბოლოს წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესის ნაწილია. 

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ პროცესის კონკრეტული შედეგები ან რამდენად შეუძლია მას, რომ კონკრეტულ შედეგზე გაგვიყვანოს. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანა დაბრუნდეს ნორმალური განვითარების რელსებზე, ეს არის ჩემი მთავარი სატკივარი და მიმაჩნია, რომ ამ პროცესმა, რომელმაც უნდა შეეცადოს, რომ გარკვეულწილად, ამ გამოწვევებსაც უპასუხოს,"-აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ პროცესისადმი ოპტიმისტურად არის განწყობილი.

"ეს არის შეხვედრა, რომელიც არის გაგრძელება იმ სამუშაო შეხვედრების, რომელიც გამართა ქალბატონმა პრეზიდენტმა ეროვნული შერიგების კონტექსტში. მე პირადად, ამ პროცესს ვგულშემატკივრობ - გასაგებია, რომ საზოგადოებაში არის სკეპტიციზმი და შეიძლება ვერ ვხედავდეთ შერიგების შესაძლებლობას, მაგრამ პროცესი რომ მიდის და ამაში მონაწილეობა უნდა მივიღოთ, ეჭვი არ მეპარება," - აცხადებს ხათუნა სამნიძე. 

დღის ამბები