უკრაინის კრიზისთან და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გაკეთდა პენტაგონში. პენატაგონის პრეს-მდივნის ჯონ კირბის განცხადებით, ძალისხმევას არ იშურებენ, დეესკალაციისა და დიპლომატიურ გზაზე მიზნის მიღწევისთვის.
"გვჯერა, რომ ჯერ კიდევ არის დრო და სივრცე დიპლომატიისთვის, გვჯერა, რომ ბატონ პუტინს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. ვცდილობთ დაძაბულობის დეესკალაციას და დიპლომატიურ გზაზე წინსვლას. არავის სურს ევროპაში რაიმე სამხედრო კონფლიქტი დაიწყოს. როდესაც მდივანმა გადაწყვიტა გამოეგზავნა 82-ე საჰაერო სადესანტო ნაწილები, რაზეც საჯაროდ ვისაუბრეთ, თავიდანვე ვთქვით, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ეს დანაყოფი ავირჩიეთ, არის ის, რომ მათ მრავალი მისიის შესრულება შეუძლიათ და მაღალი მზადყოფნის პოზიციაზე იმყოფებიან. მათ შორის, მზად იქნებიან გაუთვლისწინებელ სიტუაციებში მისიის შესასრულებლად. როდესაც მდივანს ჰკითხეს, ითვალისწინებდა თუ არა ეს ევაკუაციას, მან უპასუხა, რომ თუ დაგვჭირდება ამის გაკეთებაც შეგვიძლია. თუ ამერიკელებს ყურადღებით უსმენენ და მიყვებიან სახელმწიფო დეპარტამენტის და შეერთებული შტატების პრეზიდენტის მითითებებს, ისინი ახლა უნდა ტოვებდნენ იქაურობას,“ - აცხადებს ჯონ კირბი.